სერგო ჩიხლაძე - "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში არსებობის ყოველი დღე დასავლეთს გვაშორებს და კიდევ უფრო მიბმული ვხდებით რუსეთის ორბიტაზე

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში არსებობის ყოველი დღე ჩვენ გვაშორებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ევროპულ სტრუქტურებს, დასავლეთს და კიდევ უფრო მიბმული ვხდებით რუსეთის ორბიტაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდა.

„ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის კურსს გადაუხვია და მისი ქმედებები ჩვენ გვაშორებენ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას, ამაზე ევროკავშირის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობდნენ ჯერ კიდევ ჩაშლილ მოლაპარაკებებამდე და შესაბამისად, ჩაშლილი მოლაპარაკებების და ვალდებულებების არშესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამძაფრდა კრიზისი და კიდევ უფრო დავშორდით ჩვენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და ევროატლანტიკურ გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯები დავინახეთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ მოვიდა დრო ოპოზიცია აქტიურ ქმედებებზე გადავიდეს.

„ოპოზიციის გეგმა მოიცავს იმას, რომ ყველა ოპოზიციური პარტია პირისპირ უფრო მეტ დროს დავუთმობთ ჩვენს ამომრჩევლებთან კომუნიკაციას იმიტომ, რომ მოვიდა დრო, რომ გადავიდეთ აქტიურ ქმედებებზე. ამომრჩევლებთან პირისპირ კონსულტაცია ყველა რაიონში, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში - პარტიები ჩვენს ამომრჩევლებს გავესაუბრებით და უფრო გავზრდით მათ მოტივაციას, თუნდაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით და რაც მთავარია, ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შევთავაზებთ იმ ალტერნატივებს, იმ გეგმებს, იმ პროგრამებს, რომლებსაც განვახორციელებთ უკვე კვალიციურ მთავრობაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასვლის შემდეგ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს