გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგს გეგმური ტესტირებისას კოვიდინფექცია დაუდასტურდა. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პედაგოგი გაკვეთილებს ხუთ კლასში ატარებს და შესაბამისად, ყოველდღიურად აქტიური კომუნიკაცია აქვს მოსწავლეებთან და კოლეგებთან, სკოლას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცა.

,,ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პედაგოგების გეგმიური ტესტირება კორონავირუსზე. გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნული პედაგოგი გაკვეთილებს ატარებს ხუთ კლასში, შესაბამისად, თითქმის მთელი დღის განმავლობაში სკოლაშია და აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც მოსწავლეებთან, ასევე კოლეგებთან. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რესურსცენტრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიიღო რეკომენდაცია, რომ სკოლა სრულად გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, ათვლა დაიწყო 20 მარტიდან და 12 დღეს მოიცავს", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" გორის რესურსცენტრის დირექტორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა