რუსთავი მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნას შეუერთდა

რუსთავის მუნიციპალიტეტი, მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნას შეუერთდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს დეპუტატებთან, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტის ხელმძღვანელ დავით შანიძესთან ერთად, რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს ესტუმრნენ.

ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, დღის ცენტრის აღსაზრდელებს საჩუქრები, სადღესასწაულო ტორტი მიუტანეს და მათთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. წელს დაუნის სინდრომის დღის ლოზუნგია, „ჩვენ ვაკავშირებთ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა