გოგი მეშველიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ბიუროში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მეშველიანმა მათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

„ჩემთვის დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ჩვენ, ერთი მთავარი რამ, საქართველოს, ჩვენი საერთო სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს. ერთად ვცდილობთ, ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. მწამს, რომ ერთობით შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას და მომავალ წელს, აუცილებლად უფრო მასშტაბურად ვიზეიმებთ ნოვრუზ ბაირამს“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა