გორის მერმა მომავალ ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა

მინდა ქართველ ჟურნალისტებს დღევანდელი დღე მივულოცო და ძალიან ბევრი წარმატება ვუსურვო. თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია საზოგადოების წინაშე, დიდხანს გეკეთებინოთ თქვენი საქმე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ , - ასე მიულოცა ქართული ჟურნალისტიკის დღე გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ჟურნალისტებს.

მერი ხელოვნების სახლში მომავალ ჟურნალისტებს შეხვდა და დღევანდელი დღე მათთან ერთად აღნიშნა.

მათ კონსტანტინე თავზარაშვილს ინტერვიუს ფორმატში კითხვები დაუსვეს. გორის მერმა საკუთარი ცხოვრების შესახებ, ასევე მერიის მიერ მიმდინარე პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრა.

მედიაკლუბში რამდენიმე თვის განმავლობაში 20 - მდე უფროსკლასელი მულტიმედიაში პროფესიულ უნარ - ჩვევებს ეუფლება. ასევე, კინოხელოვნების გამოყენებით ეცნობიან ადამიანის უფლებებს. პროექტს „ალტერ - Space” “სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მერიის მხარდაჭერით, გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ახორციელებს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, საუკეთესო ბავშვები არიან, წარმატებებს ვუსურვებ მომავალ ჟურანალისტებს და პოლიტიკოსებს. ახალგაზრდებთან შეხვედრა ყოველთვის ნაყოფიერი, საინტერესო და სასიამოვნოა, მერია კი, ყოველთვის მზად არის მოზარდების განათლებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს და მხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებს, ვინც ასეთ თემებზე მუშაობენ. მადლობა ფოტოგრაფთა კლუბს, რომ მომცა საშუალება ასეთი საინტერესო ადამიანები გამეცნო“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეხვედრის ბოლოს, გორის მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდებთან ერთად, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესაც გამოეხმაურა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო. მსგავსი ფორმატით მედიაკლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა მომავალშიც დაიგეგმა.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს