ჭიათურის მუნიციპალიტეტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც, ტრადიციულად, შეუერთდა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიება #ჩვენვაკავშირებთ მოაწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჭიათურის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ხათუნა ცერცვაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ "მზის შვილებს“ უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ნაჩვენები იქნა საინფორმაციო რგოლი.

"საზოგადოებაში ამ ბავშვების ინტეგრაციის მიზნით ჩვენი ხელშეწყობა და თანადგომა მნიშვნელოვანია. ძალიან გვინდოდა მათთვის ერთი დღე გაგველამაზებინა და მომავალში კიდევ უფრო ბევრ ნათელ დღეს ვაჩუქებთ“, - აღნიშნა გივი მოდებაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა