მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. „კომენდანტის საათს“ არღვევენ

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით ე.წ. „კომენდანტის საათს“ არღვევენ.

მათი განცხადებით, „მოძრაობა საქართველოსთვის“ და „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანული თემის მოთხოვნა დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთი დღით გაუქმებულიყო „კომენდანტის საათი“, არ დაკმაყოფილდა.

ამ წუთებში აქტივისტები ასრულებენ სადღესასწაულო რიტუალს, ადგილზე მათ მიტანილი აქვთ ეროვნული ტკბილეული და ჯეჯილი, ტრადიციისამებრ დაანთეს ასევე კოცონიც.

აქციის მონაწილეების თქმით, მოგვიანებით შესაძლოა, მსვლელობაც გამართონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა