ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მარტს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო-ჯორჯია“ ავრცელებს.
„აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, არაშენდა, საგურამო, შანკევანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"