აჭარის მთავრობა სოფელ ყინჩაურაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევს

სოფელ ყინჩაურაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერია ოჯახის ქირით გაყვანას უზრუნველყოფს.

“ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურაში დაიწვა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დახმარებას გაუწევს, მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ოჯახის ქირით გაყვანას. ხანძარი ლიკვიდირებულია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს