FAO იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მომხმარებლების გადამზადებას განაგრძობს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის (NAITS) პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ვეტერინარებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების გადამზადების პროცესს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა, რომელიც სურსათის უვნებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯაჭვია, 2016 წლიდან თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.

შეიქმნა ფერმერთა ელექტრონული ბაზა, სადაც მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისა და მათი მომვლელის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება.

სისტემა, ერთი მხრივ ეხმარება სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხოველისა და ცხოველური ნაწარმის მიკვლევადობაში (ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებელია, როგორც ფერმის, ასევე ფერმის მეპატრონისა და მის მფლობელობაში არსებული ცხოველების მოძებნა), ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ამარტივებს ველზე მომუშავე ვეტერინარების საქმიანობას, რომლებიც ცხოველისა და მისი მფლობელის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ.

ელექტრონული პროგრამა, ეტაპობრივად, სრულად ჩაანაცვლებს ვეტერინარების მიერ გამოყენებულ ქაღალდის ფორმებს, შესაბამისად ვეტერინარები შეძლებენ ინფორმაცია: ცხოველის, მისი მეპატრონის, ცხოველისათვის ჩატარებული აცრების შესახებ პირდაპირ ელექტრონულ ბაზაში შეიყვანონ.

NAITS პროგრამის თანამშრომლები, გასული წლიდან, ბაზის გამოყენებაში ატრეინინგებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც აღნიშნულ ცოდნას სააგენტოს დაქირავებულ ვეტერინარებს გადასცემენ. პროგრამას, მრავალი მოდული აქვს და მის გამოყენებას ეტაპობრივად შეძლებენ, ბიზნეს ოპერატორები, სასაკლაოს ვეტერინარები და რაღა თქმა უნდა ფერმერები.

NAITS პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე, პროგრამის ბენეფიტებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ აცრილი და იდენტიფიცირებული ცხოველის მფლობელები, დაცული არიან ცხოველური და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებებისგან. ასეთი ცხოველებისგან წარმოებული სურსათი უსაფრთხოა მოხმარებისთვის.

„პროგრამა არამხოლოდ ფერმერებისთვისაა სასარგებლო, არამედ ქვეყნისთვის, რომელიც პროგრამის დანერგვის და სრულფასოვნად ამუშავების შემდგომ, შეძლებს, ცხოველური ნაწარმი უფრო აქტიურად გაიტანოს ევროპულ ბაზარზე“, - აცხდებს მიხეილ სოხაძე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NAITS პროგრამა მაქსიმალურადაა დაახლოებული ევროპულ სტანდარტებს. ამის დასტურია ისიც, რომ პროგრამა, სარგებლობისთვის მოითხოვეს ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა (მაგ. ჩრდილოეთ მაკედოანია), რომლებიც სისტემის მოძველებული ვერსიებს ფლობენ.

პროგრამა DSFTA -ის ნაწილია და იგი შვეიცარიისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო