რამაზ საყვარელიძე - შექმნილი სიტუაციის ძირითადი ავტორი სააკაშვილია, ვაშინგტონის პოზიცია საქართველოს საკითხში ისეთივე იქნება, როგორც ევროპის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ევროპული საბჭოს მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი უშედეგოდ დასრულდა.

ხელისუფლება როგორც მანამდე არ თვლიდა, რომ ქვეყანში პოლიტიკური კრიზისი და ხელისუფლებასა და ოპოზიცაის შორის ურთიერთობები ჩიხშია, ახლაც ასევე თვლის. შეუთანხმებლობას ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ ჩაშლილი მოლაპარაკეკების შემდეგ დამდგარი რეალობა ზედმიწევნით ჰგავს 2011 წლის 26 მაისის შემდგომს, როდესაც საზოგადოებაში უკიდურესმა უიმედობამ და აპათიამ დაისადგურა

ზაზა ფირალიშვილი კი აცხადებს, - „ყარაბახის მეორე ომის შედეგად გაჩენილი შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით და კიდევ რამდენიმე წლით გადავწიეთ დასავლეთთან ჩვენი დაახლოების საქმე“.

ცხადია, რომ ევროპული საბჭოს მედიაციით ჩაშლილ მოლაპარაკებებს ბევრი ასპექტი და განზომილება აქვს. ვიდრე მომხდარის საგარეო ასპექტებს შევეხებოდეთ, ალბათ სწორი იქნება თუ საუბარს იმით დავიწყებთ თუ რა სურათი გვაქვს ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ საშინაო პოლიტიკაში?

- არჩევნებში თუ სოციოლოგიურ გამოკითხვებში უკვე დიდი ხანია ჩანს პოლიტიკოსების მიმართ აპათიის ზრდა მოსახლეობაში. ახლანდელი პერიოდი, მგონი, მოხსნის ნიჰილიზმის რეკორდს. ნიჰილიზმის ეს ტენდენცია ზედაპირზე დევს, მაგრამ, სამწუხაროდ, პარტიები მის არსებობას არ იმჩნევდნენ და აგრძელებდნენ წამგებიანი სვლების კეთებას. ოპტიმიზმის უფლებას მივცემ თავს - მგონი გონიერების ნიშნები ნელ-ნელა ჩნდება.

კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე მყიფე რეიტინგის მქონე სახელისუფლო პარტიამ. ეს სამწუხაროა, რადგან ადამიანს არჩევანი ესპობა და უქრება ოპტიმიზმი.

ოპოზიციამ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე მყიფე რეიტინგის მქონე სახელისუფლო პარტიამ. ეს სამწუხაროა, რადგან ადამიანს არჩევანი ესპობა და უქრება ოპტიმიზმი

თუ ადამიანს ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ კიდევ უფრო არ მოსწონს მისი შემცვლელი ოპოზიცია, იგი ზურგს აქცევს პოლიტიკას. ამდენად, ამომრჩევლის ნიჰილიზმი ლოგიკურია და ბევრ რამეს უნდა ასწავლიდეს პარტიებს, მაგრამ ისინი ამ გაკვეთილის სწავლაზე უარს ამბობდნენ. ცოტა შეჯანჯღარდნენ უცხოელი მასწავლებლების წყალობით.

რაც შეეხება დასავლეთთან დაახლოებას, ბატონ ზაზას ვეთანხმები, შინაგნად უნდა გვაწუხებდეს, რომ ვერ ჩავაბარეთ ტესტი ევროპელობაზე, სხვა შემთხვევაში ეს დაგვაშორებდა ევროპას. მაგრამ ახლა სხვა პირობებია, თანაც - დასავლეთი პრაგმატულია.

ვერ ჩავაბარეთ ტესტი ევროპელობაზე, სხვა შემთხვევაში ეს დაგვაშორებდა ევროპას. მაგრამ ახლა სხვა პირობებია, თანაც - დასავლეთი პრაგმატულია

მას ხშირად უმეგობრია პირწავარდნილ ავტორიტარულ რეჟიმებთანაც კი, სანამ „თავისი მამაძაღლი“ სჭირდებოდა. საბედნიეროდ, ჩვენ ასეთი რეჟიმი არ გვაქვს და ამასთანავე ვჭირდებით დასავლეთს - სამხრეთ კავკასიაში საქართველო დარჩა ერთადერთი, სადაც რუსეთს პლაცდარმი არა აქვს.

დასავლეთ არ სურს დაკარგოს დასავლური ორიენტაციის ეს ქვეყანა. ამიტომ ამბობდა ადრე დასავლეთი - რუსეთი ჩაერევა თქვენს არჩევნებში და ჩვენ დაგიცავთო. ამიტომ ჰკითხეს ახლა ამერიკის ელჩმაც და მაღალჩინოსანმა ევროპელებმაც ოპოზიციას - რუსეთის სასარგებლოდ რატომ მოქმედებთო.

მათთვის რუსეთის თემაა წამყვანია იმაში, რაც აქ ხდება. ამ გეოპოლიტიკური მოტივაციის ფონზე მეეჭვება, რომ დასავლეთი დაგვშორდეს არაევროპული მენტალიტეტისთვის, მგონია, რომ პირიქით, უფრო ეცდება დაახლოვებას.

გეოპოლიტიკური მოტივაციის ფონზე მეეჭვება, რომ დასავლეთი დაგვშორდეს არაევროპული მენტალიტეტისთვის, მგონია, რომ პირიქით, უფრო ეცდება დაახლოვებას

- ამ თემაზე მსჯელობისას ჩვენმა პარტნიორებმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ბევრჯერ ახსენეს - ის რაც მოხდა „პოლიტიკური უმწიფრობის დღესასწაული იყო“.

მოლაპარაკებებში ჩართულმა შარლ მიშელმა და ქრისტიან დანიელსონმა არაორაზროვნად გვითხეს - ერთმა, რომ შეუთანხმებლობა რუსეთის ინტერესებშია, ხოლო მეორემ - პარლამენტის ბოიკოტირება ევროპული სტანდარტი არ არისო.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვერც ერთმა მხარემ ვერ დააყენა პარტიული ინტერესები სახელმწიფოებრივზე მაღლა. გარდა იმისა, რომ ხშირად გაიგონებთ ორივე მხარის კრიტიკას, ბევრი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებას მეტი მოქნილობა შეეძლო გამოეჩინა.

იგივე, თუნდაც მელიას გათავისუფლების საკითხში. ახლა რომ ხელისუფლება ამტკიცებს მელია ოპოზიციამ სპეციალურად დაგვაჭერინაო, თუ ასეა, ხელისუფლებას ამ საკითხში მეტი შორსმჭვრეტელობა რომ გამოეჩინა, ალბათ ურიგო არ იქნებოდა.

ბევრი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ასეთ რამეს სთავაზობდა - თუ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 40%-ზე ნაკლები მიიღო, მაშინ ჩავატარებ რიგგარეშე არჩევნებსო.

ვიმეორებ, თუ ეს მტკიცებები მართალია, გაუგებარია, რატომ არ დათახმდა ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თემაზე პლებისციტის ჩატარებას. თქვენი აზრით, მელიას თემაზე რატომ ვერ გამოიჩინა ხელისუფლებამ მეტი შორსმჭვრეტელობა და რატომ არ დათახმდა ხელისუფლება პლებისციტის ჩატარებას, რასაც ოპოზიცია დიდი ხანია მოითხოვს?

- შორსმჭვრეტელობა შეიძლება დაუწუნო ხელისუფლებას და არამარტო ამ ფრაგმენტში. მაგრამ, ვცადოთ დავაღწიოთ თავი ცალმხრიობას და მეორე მხარესაც მოვიკითხოთ გაუგებრობები.

არ არის გაუგებარი, რატომ არ შევიდა ევროპაზე ორიენტირებული ოპოზიცია პარლამენტში, როცა მთელი ევროპა მისგან მხოლოდ პარლამენტში შესვლას ითხოვდა? არაა გაუგებარი, რატომ დალანძღა ევროპაზე ორიენტირებულმა ოპოზიციამ ევროპელი ელჩები და მაღალჩინოსნები?

არაა გაიგებარი რატომ ვერ ელევიან ოპოზიციური პარტიები „ნაცმოძრაობას“, როცა მოსახლეობას არ სურს ამ პარტიის ხელისუფლებაში მოყვანა არც ცალკე და არც კოალიციის ნიღაბით? არაა გაუგებარი, რატომ არ იხდის მელია გირაოს, რომლის ანალოგიური ადრე გადაიხადა? არაა გაუგებარი რატომ არ დათანხმა 40%-იან პირობას ოპოზიცია და ა.შ. - გაუგებრობების ნუსხა გაცილებით გრძელია.

ჩემთვის კი ნამდვილად გაუგებარია, რატომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან შორსმჭვრეტელობას, როცა ოპოზიციისგან იმასაც არ ვითხოვთ, რომ თვალი გაახილოს?! ჩვენ ხომ ამ უკრიტიკობით ვაფუჭებთ ოპოზიციას - შენიშვნისგან დაცული ბავშვიც კი ფუჭდება.

ბატონ ზაზას იმაში ვეთანხმები, უპირველეს ყოვლისა, რომ პოლიტიკური ყორნებიდან რომელიმეს ჯიუტად ხეხვა არ ღირს, არ გათეთრდების. თუ კრიზისია, მასზე ოპოზიცია არანაკლებაა პასუხისმგებელი, ვიდრე ხელისუფლება. შეიძლება ოპოზიცია მეტადაც იყოს პასუხისმგებელი, რადგან დაუფიქრებელი ნაბიჯებით მან მოსახლეობას არჩევანი მოუსპო და თავისი მეტოქის ერთპარტიული ძალაუფლება გაამყარა. ამას მოხერხება უნდა.

პოლიტიკური ყორნებიდან რომელიმეს ჯიუტად ხეხვა არ ღირს, არ გათეთრდების. თუ კრიზისია, მასზე ოპოზიცია არანაკლებაა პასუხისმგებელი, ვიდრე ხელისუფლება. შეიძლება ოპოზიცია მეტადაც იყოს პასუხისმგებელი, რადგან დაუფიქრებელი ნაბიჯებით მან მოსახლეობას არჩევანი მოუსპო და თავისი მეტოქის ერთპარტიული ძალაუფლება გაამყარა. ამას მოხერხება უნდა

- რა დამაჯერებელი სახეებითაც არ უნდა აკეთონ განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ანაც „ნაცმოძრაობის“ ძველმა და ახალმა სახეებმა, ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკური სცენის მთავარი აქტორები ივანიშვილი და სააკაშვილია. მართალია, ერთი კულისებშია, მეორე კიევში, მაგრამ ასე რომაა, დიდი ხანია ცნობილია.

დამკვირებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგად „საქართველოში დემოკრატია დასრულებულია. ახლა საუბარია იმაზე, გადარჩება თუ არა ქართული სახელმწიფოებრიობა“.

ამ თემაზე მსჯელობისას ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „როგორც 2011 წელს, მიექანებოდა ბელორუსი ლუკოშენკოს ტიპის მმართველობის ჩამოყალიბებისაკენ, ლუკოშენკო შექმნა არა მხოლოდ მან და მისმა გარემოცვამ, არამედ უუნარო ოპოზიციამაც“.

რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ ახლა რა კრიზისული და ჩიხური ვითარება გვაქვს ქვეყანაში, როგორც ივანიშვილის, ისე სააკაშვილის „დამსახურებაა“?

- კრიზისის ავტორობაში მათ ვერ გავათანაბრებ. თუმცა მოდაშია ეს სტილი. სააკაშვილს ქუჩის რევოლუცია რომ არ აეტეხა და ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, დღევანდელი მდგომარეობა არ იქნებოდა.

მათ, ვინც პოლიტიკაზე საუბრობს, ივანიშვილის ხსენება სავალდებულოდ მიაჩნია ყველა საკითხთან დაკავშირებით. მე ნაკლებად ვახსენებ მას, თუმცა ვთვლი, რომ ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული.

მიუხედავად ამისა, არ მესმის, რითი შექმნა ივანიშვილმა დღევანდელი სიტუაცია. ამიტომ ვთვლი, რომ შექმნილი სიტუაციის ძირითადი ავტორი სააკაშვილია. ამასთანავე მიმაჩნია, რომ თავად სააკაშვილიც გარემობათა მსხვერპლია, მას სხვა გზა არც ჰქონდა..., მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.

შექმნილი სიტუაციის ძირითადი ავტორი სააკაშვილია. ამასთანავე მიმაჩნია, რომ თავად სააკაშვილიც გარემობათა მსხვერპლია, მას სხვა გზა არც ჰქონდა

- ვხედავთ, რომ ხელისუფლება მომხდარს არ იმჩნევს და ჩვეულებრივ რეჟიმში ცდილობს საქმიანობას. მხედველობაში მაქვს პარლამენტში აქტიურობა და მთავრობის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობა.

ვხედავთ იმასაც, რომ იგი ცდილობს დღის წესრიგი შექმნას, რაზეც იქნება საზოგადოებას ყურადღება გადატანილი, მაგრამ განვითარებული მოვლენების, ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით დამძიმებულ ხალხს ეს აშკარად ნაკლებად აინტერესებს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან განვითარებულმა მოვლენებმა, მხედველობაში მაქვს ქუთაისში გამართული საპროტესტო აქციები, ცხადად დაგვანახა, რომ ხალხს არც ხელისუფლების სჯერა და არც ოპოზიციის.

უცნაური ისაა, რომ ამას არც ერთი იმჩნევს და არც მეორე. ხელისუფლება აცხადებს, რომ ნამახვანჰესი აშენდება, ხოლო ოპოზიცია აცხადებს, რომ ქუჩიდან შეეცდება ხელისუფლებაზე ზეწოლას. ისეთი პირი უჩანს, ორივე არჩეულ პარადიგმაში იმოძრავებს, რაც პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო განგრძნობადად აქცევს.

რადგან ორივე მხარე ერთმანეთისკენ კი არ დგამს შემხვედრ ნაბიჯებს, არამედ ერთმანეთის წინაღმდეგ, თქვენი დაკვირვებით უახლოეს მომავალში სავარაუდოდ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენს საშინაო პოლიტიკაში პროცესები?

- ნამახვანჰესის პრობლემა გაცილებით შედეგიანად მოგვარდებოდა, ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნუდან რომ განეხორციელებინა შეტევა. „ქუჩიდან ვაიძულებთ“ არის ქვეყანაზე ზრუნვის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. რომელი წელია? 90-იანების და 2000-იანების მიტინგური ხერხები დღეს აღარ ჭრის.

არც ევროპელებს აღარ უნდათ და ხალხსაც მობეზრდა რევოლუცია ქუჩიდან. თუ რევოლუციური პარადიგმა გაგრძელდა, ეს პარადიგმა გადაიქცევა პოლიტიკურ რუდიმენტად, ქარავანი გვერდზე გაუვლის მას და უკან მოიტოვებს.

არც ევროპელებს აღარ უნდათ და ხალხსაც მობეზრდა რევოლუცია ქუჩიდან. თუ რევოლუციური პარადიგმა გაგრძელდა, ეს პარადიგმა გადაიქცევა პოლიტიკურ რუდიმენტად, ქარავანი გვერდზე გაუვლის მას და უკან მოიტოვებს

თუ ოპოზოციონერებმა იფიქრეს პარლამენტში შესვლაზე, რისი საგაზაფხულო ყვავილებიც მოსჩანს, პროცესების ჩვეულებრივ კალაპოტში დავბრუნდებით.

- როგორადაც არ უნდა მოიქცნენ უახლოეს ხანებში ხელისუფლება და ოპოზიცია, ერთი ცხადია, ის რაც ახლა ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ხდება, დიდხანს ვერ გაგრძელდება.

გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან ტურბულენციამომატებულ სამხრეთ კავკასიაში საქართველოსთვის სასიცოცხდოდ მნიშვნელოვანია რომ უმოკლეს ვადებში იქნას მიღწეული პოლიტიკური სისტემის მდგრადობა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში წარმატებული იყო და ჩვენი ევროპელი პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოსთან ერთობლივ გეგმებზე მუშაობას. კარგია, თუ ჩვენზე ხელი არ ჩაუქნევიათ. ოპოზიცია აცხადებს, დანიელსონი წავიდა, მაგრამ არავის ეგონოს უკან არ დაბრუნდება.

თქვენი აზრით, რა როლს შეასრულებენ ჩვენში ვითარების დალაგებაში ევროპული სტრუქტურები?

- მიშელმა საქართველოდან წასვლისას განაცხადა „ახლა ყველაფერი გავიგეო“. რჩება შთაბეჭდილება, რომ მიშელმა გაიგო სიტუაციის გეოპოლიტიკური სირთულე. მგონია, რომ დასავლეთმა „გაიგო“, რომ ოპოზიცია განზრახ თუ უნებლიედ რუსულ თამაშს თამაშობს. ა

მიტომ, მიმაჩნია, რომ მომავალში დასავლეთი შეამცირებს რუსეთზე მოთამაშე ქართული ოპოზიციის მხარდაჭერას მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა ქვეყანაში ყოველთვის სურს გააძლიეროს ოპოზიცია, როგორც ხელისუფლების ალტერნატივა. ეს გაგრძელდება იქამდე... სანამ ახალი ოპოზიციური პარტიები არ გამოჩნდება.

დასავლეთი შეამცირებს რუსეთზე მოთამაშე ქართული ოპოზიციის მხარდაჭერას მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა ქვეყანაში ყოველთვის სურს გააძლიეროს ოპოზიცია, როგორც ხელისუფლების ალტერნატივა. ეს გაგრძელდება იქამდე... სანამ ახალი ოპოზიციური პარტიები არ გამოჩნდება

- ახლა ყველა იმის მოლოდინშია, თუ როგორი იქნება ჩვენში მიმდინარე პროცესებზე ვაშინგტონის პოზიცია. ეს სავარაუდოდ სენატში 23 მარტისთვის დაგეგმილ განხილვაზე გაირკვევა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მკვლელი უწოდა, მოსკოვმა თავისი ელჩი აშშ-ში კონსულტაციებისთვის გამოიძახა. უფრო ცხადად გამოჩნდა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება და ეს ჩვენზეც აისახება.

იმის გათვალისწინებით, თუ რა უკიდურესად დაძაბული ვითარებაა მთელ მსოფლიოში, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენს საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე ვაშინგტონის პოზიცია?

- ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ღერძად აქცია რუსეთზე შეტევა და ხელახალი დაახლოვება ევროპასთან. ამ სტრატეგიის ფონზე მგონია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ბევრ რამეში დაეყრდნობა ევროპას, მათ შორის - საქართველოს საკითხში.

ვაშინგტონის პოზიცია საქართველოს საკითხში ისეთივე იქნება, როგორც ევროპის

სავარაუდოა, რომ საქართველოში ამერიკის ელჩიც მიაწვდის ვაშინგტონს ინფორმაციას იმაზე, როგორ ცდილობდნენ ზოგიერთი პოლიტიკოსები პარლამანტში შეჭრას „ტრამპულად“. იმაზეც მიაწვდის ინფორმაციას, ეს პოლიტიკოსები როგორ აყენებდნენ შეურახყოფას ამერიკის ელჩს და მის ევროპელ კოლეგებს.

როცა ვაშინგტონის პოზიციის პროგნოზი გვსურს, ალბათ, ეს ფაქტებიც უნდა გავიხსენოთ. ხოლო თუ ყველაფერს გავიხსენებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონის პოზიცია საქართველოს საკითხში ისეთივე იქნება, როგორც ევროპისა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი წიგნს მჩუქნიდა ხოლმე და აწერდა ასეთ ფრაზას... - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით