დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, ქართულ-ეგვიპტური ბიზნეს პალატის, ასევე დეველოპერული კომპანია "ოთი ისთეითის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაცია „მზის შვილებს“ ეწვია და ციფრული ტექნიკა გადასცა

არასამთავრობო ორგანიზაციის „მზის შვილების“ დამფუძნებელმა ინგა ლოლაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ყურადღებისთვის და ზრუნვისთვის და აღნიშნა, რომ გადმოცემული ციფრული ტექნიკა ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომს გახდის დისტანციური სწავლების პროცესს, კოვიდის პირობებში.

OTIESTATE-ისა და ქართულ-ეგვიპტური ბიზნეს პალატის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, „დაუნის სინდრომის მქონე პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისათის, მნიშვნელოვანია სრულფასოვანი და ღირსეული თანაცხოვრების პირობები, ასევე სწავლის ხელმისაწვდომობა. ერთმანეთზე ზრუნვა და ყურადღება უნდა იქცეს ყოველდღიურობად და არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ 21 მარტით“.

ჰანი ჰებაშმა ხაზი გაუსვა კომპანიის ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც გულისხმობს იმ ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში ყოფნას, რომელშიც OTI ESTATE-ის წარმომადგენლები ცხოვრობენ, საქმიანობენ და ახორციელებენ პროექტებს.

,,მზის შვილები" 2011 წლიდან ზრუნავს დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ განვითარებაზე. ცენტრში ამჟამად რეაბილიტაციას გადის 30 შშმ ბავშვი და მოზარდი.

კომპანია OTIESTATE ოპერირებს სამშენებლო სექტორში, ხელს უწყობს საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ასევე თანამშრომლობს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან და დამოუკიდებლად ახორციელებს მრავალ პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა