თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის აშენების წინააღმდეგია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის აშენების წინააღმდეგია.

ადგილობრივების ნაწილმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ სამორიგეო კარავი გაშალა და მეორე დღეა იქ იმყოფება.

მათი თქმით, იგეგმება ჰესის - „ლოპოტა 1“-ის მშენებლობა, რის საშუალებასაც არ მისცემენ.

„სოფლიდან 7 კილომეტრის მოშორებით აპირებენ გაანახლონ სამუშაოები და დაიწყონ 5.9 მგვტ ჰესის მშენებლობა, რაც სრულიად გაანადგურებს ბუნებას. უწყლოდ და შემოსავლის გარეშე დარჩება სოფელი. აქ ძირითადად სოფლის მეურნეობით ვირჩენთ თავს და გვართმევენ. ვიცავთ ჩვენი სოფლის ბუნებას. არ მივცემთ საშუალებას შპს „ართანა ლოპოტას“, განაახლოს სამუშაოები“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს