კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის  საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფების დამატება მოხდება. უფრო კონკრეტულად კი, 65 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ითვლება, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭომ პროცესების დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღო. 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეები ვაქცინაციისთვის შესაბამისი რეგისტრაციის გავლას 25 მარტიდან შეძლებენ.

„დღეს დილიდან შეიკრიბა საბჭო სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე სამსჯელოდ. პირველი მთავარი ინფორმაცია, რაც არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც „ასტრაზენეკა“ აღიარა, როგორც უსაფრთხო ვაქცინა და შესაბამისად, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეუფერხებლად გაგრძელდება. გამომდინარე აქედან, საბჭომ ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო გვემსჯელა, თუ რა იქნებოდა საქართველოში შემდგომი ტაქტიკა ჯგუფებთან მიმართებით და ასევე, ლოკაციებთან მიმართებით. აქ ჩვენ გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი, 75 წელზე და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფებია ის მოწყვლადი ჯგუფები, ვისთვისაც კოვიდინფექცია არის ყველაზე საშიში ინფექცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა,“- განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე