ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ

ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარინა ბერიძე აცხადებს, „ოცნების ქალაქში" მთავრობის დაფინანსებით კორპუსები შენდება, თუმცა გაურკვეველია საცხოვრებელი ფართებით რა კატეგორიის მოქალაქეები დაკმაყოფილდებიან.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ „ოცნების ქალაქში" მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ინდივიდუალური ხელშეკრულება გაუფორმდეს, იმის დასტურად, რომ ფართებით ყველანი დაკმაყოფილდებიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ცნობისთვის, ე.წ ოცნების ქალაქში 1700- მდე ოჯახია შესახლებული. პირველ ეტაპზე ფართებით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა