ფოთში, ორ სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდგინდათ

ფოთში, ორ სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდგინდათ. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას თქმით, ონლაინ სწავლებაზე გადავიდა წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ხოლო ივ. ჯავახიშვილის მესამე საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე ორი კვირით, მხოლოდ მე- 7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები გადავიდნენ.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლაში კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუფიქსირდა. აქედან ორი მე-8 და მე-9 კლასელები ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე კი მე-12 კლასელია. გამომდინარე აქედან, ერთობლივად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 22 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, მეშვიდედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეები დისტანციურად ისწავლიან. რაც შეეხება წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლას, აქ კორონავირუსი ერთ მოსწავლეს დაუდგინდა და რადგან ის, სკოლის საერთო ტრანსპორტით სარგებლობდა, ონლაინ რეჟიმზე მთელი სკოლა, პირველ აპრილამდე გადავიდა. ასევე, მშობელთა უმრავლესობის მოთხოვნით, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია პირველ აპრილამდე დისტანციურ სწავლებას აგრძელებს“,- განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა