ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადს" ესტუმრა და აღსაზრდელებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მერმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ტკბილეული გადასცა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო. პრესსამსახურის ცნობით, დღის ცენტრის აღსაზრდელებმა ბოლნისის მერს საკუთარი ხელით დამზადებული ბლოკნოტი უსახსოვრეს.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი ,,განთიადი", ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის შესაბამისად, 2009 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრში ამჟამად 21 აღსაზრდელი ირიცხება, რომლებიც ინკლუზიურ სწავლებას გადიან.

,,საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მივულოცეთ. ჩვენ ვცდილობთ, თანასწორი გარემო შევქმნათ და ამ ადამიანების საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. ამ მხრივ ბოლნისის მუნიციპალიტეტი არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს და მომავალში ამ სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვგევმავთ. მინდა ვისურვო, ისეთ საზოგადოებაში გვეცხოვროს, სადაც ქრომოსომებს არასდროს დაითვლიან",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა