ბათუმის მაჟორიტარი რესან კონცელიძე გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიას გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ კატეგორიულად უარყოფს

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი რესან კონცელიძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიას გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას არანაირი შეთავაზება არ ჰქონია.

"მე ვარ ბათუმის მაჟორიტარი და არავითარი შემოთავაზება არ მქონია. ბათუმელებმა "ქართული ოცნებიდან" ამირჩიეს და ვალდებულებები მათ მიმართ მაქვს. ვალდებულებების ერთგული ვრჩები, გავაგრძელებ "ქართული ოცნების" გუნდში მუშაობას და არ ვაპირებ სხვა გუნდში გადასვლას. ჩემთვის გაუგებარია რატომ მოხვდა ჩემი სახელი და გვარი იმ სიაში, რომელიც გავრცელდა. ბატონი გიორგი ჩემი მინისტრი იყო", - განაცხადა რესან კონცელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ბათუმის მაჟორიტარი რესან კონცელიძე გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიას გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ კატეგორიულად უარყოფს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა