გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში- ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, ღულელები, ხევსურთსოფელი, ალოტი, ჩეკურაანთგორი და მიმდებარე სოფლებში.
11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს- დუშეთის რაიონის სოფლებში ლუთხუბი, ზანდუკი, დუმაცხო, ფახვიჯი, ჩობალაურები, წითლიანი, ფასანაური და მიმდებარე სოფლებში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.