ბადრი ჯაფარიძე - გიორგი გახარიას მიმართ აჟიოტაჟი გადაჭარბებულია - ის არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და ახლაც ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი აქტორი იყოს

გიორგი გახარია არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ახლაც ვერ წარმომიდგენია, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი იყოს. ამავდროულად, არის ბევრი კითხვა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, გახარიამ ჯერ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი და შემდეგ გადადგას ნაბიჯი, თუ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას გეგმავს.

ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მთავრობის ყოფილი მეთაურის პოსტებისა და ერთეული განცხადებების საფუძველზე აჟიოტაჟის ატეხვა უსაფუძვლოა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი გადაჭარბებულია, რადგან რაღაც პოსტებისა და ერთეული განცხადებებს საფუძველზე რაღაც შორს მიმავალი პროგნოზების გაკეთება, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უშინაარსო იქნება. რაც შეეხება თვითონ გიორგი გახარიას, ის არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ახლაც ვერ წარმომიდგენია, რომ ის იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი. ამავდროულად არის ბევრი კითხვა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წევრი როდესაც იყო, ამიტომ, ეს საკითხები, ალბათ, იქნება ჯერ გასარკვევი საზოგადოებასთან და შემდგომ უნდა იფიქროს თუ აპირებს რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯს.

ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს პრეტენზია პოლიტიკაში მოსვლის, ეს მისი პრეროგატივაა, თუმცა არავისთვის არ უნდა იყოს ეს რაღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟის საფუძველი და ვერც იქნება, იმიტომ, რომ არ ყოფილა გახარია დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი და მისი პოსტების საფუძველზე ამხელა აჯიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, გადაცემაში ბადრი ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მის განცხადებაზეც გააკეთა განმარტება და ახსნა, რას გულისხმობდა, როცა საუბრობდა, რომ პოლიტიკური პროცესებიდან მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გამიჯვნა უნდა მოხდეს.

„უნდა შევქმნათ ისეთი პოლიტიკური სივრცე, როდესაც, პირიქით, ჩვენ ერთმანეთში საერთოს ვეძებთ, ვიდრე განსხვავებას. ამას ეხებოდა ჩემი გუშინდელი განცხადებაც, რომ დაპირისპირების საფუძველი უნდა მოვხსნათ. ასეთი სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლის გარემო როდესაც არის შექმნილი პოლიტიკაში, როგორ შეიძლება, ჩვენ ვისაუბროთ ამ ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე. მე მიმაჩნია, რომ მოსახლეობამ და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება პოლიტიკაში და ვინ არ იქნება პოლიტიკაში, თუ უფრო სრულყოფილი პასუხი გაინტერესებთ. ამას გადაწყვეტენ ქართველი ამომრჩევლები - ვინ უნდა იყოს, ვინ არ უნდა იყოს და ვინ რა ზომით უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ დაველოდოთ ქართველ ამომჩეველს,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო:გახარიას მიმართ აჟიოტაჟი გადაჭარბებულია - ბადრი ჯაფარიძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა