იოსებ ხახალეიშვილმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ამ დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო” ყოველწლიურად, 22 მარტს, კამპანია „ლურჯი ნაკადულის" ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების აქციებს ახორციელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დასუფთავების აქციები ქუთაისის 12-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა და მასში მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

მათივე ცნობით, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში ჩაერთვნენ.

„წყლის რესურსები უმნიშვნელოვანესია ბუნებრივ რესურსთა შორის და საჭიროა ამ რესურსების სიფრთხილით და რაციონალურად გამოყენება, ასევე, მისი დაცვა დაბინძურებისგან. სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი დედამიწაზე ყოველწლიურად მცირდება. სწორედ ამიტომ ეწყობა მასშტაბური კამპანიები, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტიც უერთდება დასუფთავების აქციით. ეს ლოკალური აქციები საერთო ჯამში დიდ საქმეს ემსახურება“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

იოსებ ხახალეიშვილმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ამ დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო” ყოველწლიურად, 22 მარტს, კამპანია „ლურჯი ნაკადულის" ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების აქციებს ახორციელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დასუფთავების აქციები ქუთაისის 12-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა და მასში მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

მათივე ცნობით, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში ჩაერთვნენ.

„წყლის რესურსები უმნიშვნელოვანესია ბუნებრივ რესურსთა შორის და საჭიროა ამ რესურსების სიფრთხილით და რაციონალურად გამოყენება, ასევე, მისი დაცვა დაბინძურებისგან. სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი დედამიწაზე ყოველწლიურად მცირდება. სწორედ ამიტომ ეწყობა მასშტაბური კამპანიები, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტიც უერთდება დასუფთავების აქციით. ეს ლოკალური აქციები საერთო ჯამში დიდ საქმეს ემსახურება“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია