ჩოხატაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დაბა ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე ორსართულიანი კერძო სახლი დაიწვა.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩოხატაურში კერძო სახლის დაწვის მეორე შემთხვევაა. დღეს ვითარებას განსაკუთრებით ძლიერი ქარი ართულებდა. საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და იყო საშიშიროება იმისა, რომ ცეცხლი მეზობლებსაც გადადებოდათ, თუმცა სახანძრო - სამაშველო ეკიპაჟების დახმარებით ეს არ მოხდა. სამწუხაროდ, ორსართულიანი სახლი სრულად დაიწვა. მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება", - განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა