წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ბათუმის წყალმა“ სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა

წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ბათუმის წყალმა“ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ბათუმის წყლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსწავლეები გაეცნენ წყლის ლაბორატორიულ კვლევით მეთოდებსა და მონიტორინგის ყოველდღიურ პროცესს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყლის დამუშავებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, პრაქტიკულად აჩვენეს როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

„როგორც მოგეხსენებათ, 22 მარტს აღინიშნება წყლის საერთაშორისო დღე, ამ დღეს „ბათუმის წყალი“ სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა, ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყალი ჩვენს ცხოვრებაში და რომ მას გაფრთხილება სჭირდება. დღეს სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ, მათ ლაბორატორიის თანამშრომლებმა ლექცია ჩაუტარეს და წყლის დამუშვებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათთვის ეს ლექცია იყო მნიშვნელოვანი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. ჩვენი მხრიდან აღნიშნული აქტივობები სამომავლოდაც გაგრძელდება“, - განაცხადა „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან დავითაძემ.

კომპანიის ინფორმაციით, „ბათუმის წყალი“ ყოველწლიურად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით უერთდება წყლის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც წყლის რესურსების გაფრთხილება, გარემოზე ზრუნვა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1993 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა