რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.

„ისრაელის ელჩმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია რეგიონში ბიზნესის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, კულტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ირმა მაქარაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა