საერთაშორისო ზარების აქტივაცია მობილურის ნომერზე

კომპანია inexPHONE თავისი აპლიკაციით საშუალებას აძლევს მაგთიკომის, ჯეოსელის/სილქნეტის და ბილაინის აბონენტებს მათი კუთვნილი მობილურის ნომერებით დარეკონ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყველაზე იაფად ინტერნეტის გარეშე.

inexPHONE საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის - „გაერთიანებული საფინანსო ჯგუფის“ (UFG-ის) წევრია და ოპერირებს 2007 წლიდან.

კომპანია დაკომპლექტებულია ახალგაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარული თანამშრომლებით, შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი მუდმივად ორიენტირებულია როგორც არსებული სერვისების განვითარებაზე, ასევე - ახალი მიმართულებების დანერგვაზე. სწორედ ამან განიპირობა ახალი პროდუქტის შექმნაც, რომლის უკონკურენტო უპირატესობები გახლავთ ის, რომ:

inexPHONE-ის მობილური აპლიკაცია ფუნქციონირებს ინტერნეტის გარეშე

აპლიკაციის გამოყენებით საერთაშორისო ზარებზე ექსკლუზიური ტარიფებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ყველა მობილური ოპერატორის აბონენტს

აპლიკაციის შესახებ დეტალურად inexPHONE-ის დირექტორი რატი ახვლედიანი გვესაუბრა.

ბატონო რატი საიდან გაჩნდა პროდუქტის შექმნის იდეა?

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია, შექმნას პრაქტიკული, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული პროდუქტები, რომლებიც ნებისმიერ დარგში მოღვაწე ბიზნესს დაეხმარება მაქსიმალურად მცირედი დანახრჯით მიიღოს საჭირო და ხარისხიანი სატელეფონო მომსახურება. როგორც იცით, inexPHONE მსხვილი ჰოლდინგის წევრია, ჩვენ და ჩვენს ჰოლდინგში შემავალ სხვა ორგანიზაციებს მუდმივად გვიწევს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია როგორც სხვადასხვა აპლიკაციის, ასევე - მობილური ნომრის საშუალებით. მოგეხსენებათ, მობილური ნომრით საზღვარგარეთ დაკავშირება არც ისე იაფია, სწორედ ამ გარემოებამ გვიბიძგა, შეგვექმნა პროდუქტი, რომლის საშუალებითაც მაგთიკომის, ჯეოსელის/სილქნეტის და ბილაინის აბონენტები დამატებითი ნომრის გარეშე შეძლებდნენ მნიშვნელოვნად დაბალი საერთაშორისო ტარიფებით სარგებლობას.

რით განსხვავდება inexPHONE სხვა მობილური აპლიკაციებისგან?

WhatsApp, Viber, Messenger-ისგან განსხვავებით “inexPHONE”-ის აპლიკაცია მუშაობს ინტერნეტის გარეშე და რაც მთავარია ,ჩვენი აპლიკაციიდან შესაძლებელია როგორც მობილურ, ასევე - ფიქსირებულ ნომრებზე ზარის განხორციელება ბიუჯეტურად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აპლიკაციიდან დარეკვისას ზარის მიმღებს გამოუჩდება თქვენი მობილურის ნომერი, შესაბამისად, მას შეეძლება უკან გადმორეკვაც.

როგორც უნდა დავრეგისტრირდეთ აპლიკაციაში და განვახორციელოთ ზარი?

რეგისტრაცია ძალიან მარტივია, საჭიროა, მოძებნოთ inexPHONE-ის აპლიკაცია Google Play ან App Store -ში, ჩამოტვირთოთ და შემდეგ თქვენივე მობილურის ნომრით გაიაროთ უფასო რეგისტრაცია.

როგორ უნდა შევავსოთ ბალანსი?

ბალანსის შევსება ხდება inexPHONE-ის მობილური აპლიკაციიდანვე VISA/MASTERCARD ბარათებით ან PAYPAL ექაუნთის საშუალებით, ასევე TBC ინტერნეტ ბანკინგის დახმარებით, ეტაპობრივად ვამატებთ სხვა გადახდის მეთოდებსაც. გასათვალისწინებელია, რომ აპლიკაციის ბალანსი ფუნქციონირებს მობილური ბალანსისგან დამოუკიდებლად, შესაბამისად, იმისათვის, რომ ისარგებლოთ inexPHONE-ის შეღავათიანი საერთაშორისო ტარიფებით, აუცილებელია, უშუალოდ ჩვენი მობილური აპლიკაციის ბალანსზე ფიქსირდებოდეს თანხა.

ნამდვილად საინტერესო და ბაზარზე არსებული სერვისებისგან განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობთ აბონენტებს. მადლობა დეტალური ინფორმაციისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს გუნდს!

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს