გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ მოლაპარაკებები ჩაშალა და სურდა, ქუჩაში დაეწყო საქმიანობა, მაგრამ მათ ევროკავშირმა სიურპრიზის სახით დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა

ოპოზიციამ მოლაპარაკებები ჩაშალა და სურდა, ქუჩაში დაეწყო საქმიანობა, მაგრამ მათ ევროკავშირმა სიურპრიზის სახით კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტი დაუანონსა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის დაანონსება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების შეთავაზებებში იყო პრაგმატული შეთავაზებები, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა.

„ევროპულმა სტრუქტურებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო დაახლოებულია ევროკავშირს, ნატო-სა და ევროატლანტიკურ სივრცეს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას მოუწევს, შეთანხმებაზე საუბარი და ლოგიკურ და პრაგმატულ წინადადებებზე დათანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად შეივსება ის ველი, რომელსაც რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია დათმობს და თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ პროევროპულია, სწორედ ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება, რომელიც მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

„იმედი მაქვს, რადიკალურ ფრთას გონიერება ეყოფა და ისეთ შეთანხმებას დაეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ნორმალურ, სტაბილურ განვითარებას და თავის თავს გადაარჩენენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, ამით თავის პოლიტიკურ სტატუსსაც შეინარჩუნებენ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ მოლაპარაკებები ჩაშალა და სურდა, ქუჩაში დაეწყო საქმიანობა, მაგრამ მათ ევროკავშირმა სიურპრიზის სახით დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა

ოპოზიციამ მოლაპარაკებები ჩაშალა და სურდა, ქუჩაში დაეწყო საქმიანობა, მაგრამ მათ ევროკავშირმა სიურპრიზის სახით კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტი დაუანონსა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის დაანონსება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების შეთავაზებებში იყო პრაგმატული შეთავაზებები, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა.

„ევროპულმა სტრუქტურებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო დაახლოებულია ევროკავშირს, ნატო-სა და ევროატლანტიკურ სივრცეს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას მოუწევს, შეთანხმებაზე საუბარი და ლოგიკურ და პრაგმატულ წინადადებებზე დათანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად შეივსება ის ველი, რომელსაც რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია დათმობს და თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ პროევროპულია, სწორედ ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება, რომელიც მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

„იმედი მაქვს, რადიკალურ ფრთას გონიერება ეყოფა და ისეთ შეთანხმებას დაეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ნორმალურ, სტაბილურ განვითარებას და თავის თავს გადაარჩენენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, ამით თავის პოლიტიკურ სტატუსსაც შეინარჩუნებენ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა