აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან გონიოში მცხოვრებთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან გონიოში მცხოვრებთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, იმ მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ, რომლებსაც წლებია ამუშავებენ.

მათი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში აღნიშნული მიწის ნაკვეთები ჯერ დაუკანონდათ, შემდეგ კი გაურკვეველი მიზეზებით ჩამოერთვათ.

„მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად მოსახლეობის ნაწილმა დაიბრუნა მიწის ნაკვეთები, ნაწილი კი დღემდე ელოდება დანაპირების შესრულებას. 2012 წლიდან მომდევნო წლების საარჩევნო დანაპირები "ქართული ოცნების" მხრიდან იყო ის, რომ ყველას დაუბრუნდებოდა მიწის ნაკვეთები, თუმცა მოტყუებული ვრჩებით ყოველ ჯერზე“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა