გერმანიის ქალაქმა ბიბერახმა თელავს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

თელავმა დამეგობრებული ქალაქ ბიბერახისგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო საწოლები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს გადაეცა.

ამასთან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში საწოლები, მაგიდები, სკამები და სათამაშოები გადანაწილდა. პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟს“ აუდიტორიებში განსათავსებლად შესაბამისი ინვენტარი, სახანძრო-სამაშველო სამსახურს კი პირველადი დახმარების ნაკრებები გადაეცა.

„თელავს და ბიბერახს 30 წელზე მეტია მეგობრობა და მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს ერთმანეთთან. ამის კიდევ ერთი დასტურია გერმანელი ხალხის კეთილი ნება, რომ აღნიშნული დამხმარება მიგვეღო. ინვენტარი, სათამაშოები, სარეაბილიტაციო საწოლები უკვე გადანაწილდა შესაბამის დაწესებულებებში“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს