აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობა ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობა ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„პრეზიდენტ ბაიდენს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს. მას მიაჩნია, რომ მილსადენი ცუდი იდეაა, ცუდია ევროპისთვის, ცუდია შეერთებული შტატებისთვის, საბოლოო ჯამში ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს”, - აღნიშნა ბლინკენმა ნატო-ს შტაბბინაში, ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გაზსადენმა, შესაძლოა, შეარყიოს უკრაინის, პოლონეთისა და სხვა ახლო პარტნიორების ინტერესები.

„მას აქვს პოტენციალი, შეარყიოს უკრაინის, პოლონეთისა და სხვა ახლო პარტნიორების ინტერესები,“- განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ აშშ-ის კანონმდებლობა ვაშინგტონს Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილე კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას აკისრებდა.

მისი თქმით, გერმანელ კოლეგასთან, ჰეიკო მაასთან შეხვედრასა და გაზსადენის მშენებლობის საკითხის განხილვას გეგმავს.

ცნობისათვის, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ Nord Stream 2-ის მილსადენის დაახლოებით 95% უკვე აშენებულია და მშენებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის დასრულდება. შეერთებული შტატები შიშობს, რომ რუსეთმა Nord Stream 2, შეიძლება, მოსკოვზე დამოკიდებულების გაზრდის გზით ევროკავშირის ქვეყნების შესუსტების ბერკეტად გამოიყენოს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ