ქუთაისის მერიასა და საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მერიასა და საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, შერვაშიძის ქუჩა #53 აშენდება ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინვენტარით.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ლდს-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს.

„აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო დონორებთან. უბანში, სადაც აქამდე საერთოდ არ გვქონდა საბავშვო ბაგა-ბაღი, ახალი, თანამედროვე შენობა აშენდება, სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით. მადლობა მინდა ვუთხრა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც შეარჩია ქუთაისი ამ პროექტის განსახორციელებლად და ლტოლვილთა დანიის საბჭოს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოებს“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა