დიეგო კოლასი აჭარის მაღალმთიანეთს სტუმრობდა

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი აჭარის მაღალმთიანეთს სტუმრობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, უცხოელ დიპლომატს, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე უწევდნენ მეგზურობას.

„დიეგო კოლასმა დაბა ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოინახულა და კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკასთან არსებული ,,ხულოს ახალგაზრდული პლატფორმის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ელჩი ახალგაზრდებს ფრანგულ ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობის გაღრმავებას დაჰპირდა. საფრანგეთის ელჩის ვიზიტს ევროკავშირის პროექტის - ,,ევროკლუბის“ ხელმძღვანელი ნიკა გურინი უწევდა კოორდინაციას.

საფრანგეთის ელჩი დღესვე შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში იმყოფებოდა. უცხოელი დიპლომატი ცენტრის საქმიანობით, სარეაბილიტაციო პროგრამებითა და რიგი სხვა საკითხებით დაინტერესდა. ცენტრის ბენეფიციარები უზრუნველყოფილები არიან კვებით, სპეციალური ტრანსპორტითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით. ცენტრის მიზანი ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვაა“, - აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს