გია ვოლსკი NDI-ის კვლევაზე - მთავარ თემას მივაქციოთ ყურადღება, "ქართული ოცნების" მიმართ საზოგადოების ნდობა გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი ოპოზიციური გაერთიანების მიმართ

მთავარ თემას მივაქციოთ ყურადღება - "ქართული ოცნების" მიმართ გაცილებით მეტია საზოგადოების ნდობა, ვიდრე მთელი ოპოზიციური გაერთიანებისა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, NDI- ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, რატომ შემცირდა "ქართული ოცნების" რეიტინგი და ხომ არ არის ეს კავშირში გიორგი გახარიას მიერ პარტიის დატოვებასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ მსგავსი პროცესების პარალელურად, "რყევები საზოგადოების დამოკიდებულებისა მუდმივად იქნება".

"პრობლემას ვხედავ მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს, ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ, ზოგი მიდის პოლიტიკიდან, ზოგი რჩება, ზოგი გამოეყოფა და ამასთან დაკავშირებით, რყევები საზოგადოების დამოკიდებულებისა მუდმივად იქნება, მაგრამ მხოლოდ საქართველოს არ ახასიათებს. მთავარ თემას მივაქციოთ ყურადღება "ქართული ოცნების" მიმართ გაცილებით მეტია საზოგადოების ნდობა, ვიდრე მთელი ოპოზიციური გაერთიანებისა", - აცხადებს გია ვოლსკი.

რაც შეეხება მოქალაქეების ნდობას პარლამენტის მიმართ, ვოლსკის განცხადებით, ისინი საკანონმდებლო საქმიანობას ნაკლებად იცნობენ და თავად პოლიტიკოსთა აქტიურობაც არის საჭირო, რათა მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ მათ.

ვოლსკის თქმით, მედიისთვის ბევრად უფრო საინტერესო სკანდალური თემებია, ვიდრე კანონპროექტების განხილვა.

"მე ამ კვლევის იქით არასდროს დამიმალავს და პირიქით უფრო ხმამაღალი განცხადებაც გამიკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში პარლამენტი განიხილება როგორც ბრძოლის ველი პოლიტიკოსთა შორის დაპირისპირების და ურთიერთშეურაცხყოფის, ხისტი გამონათქვამების, ამის იქით საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის, რა კანონპროექტებზეა მუშაობა, რას განაპირობებს ამ კანონთა რეალიზება, ეს არის სამწუხარო და დამოკიდებულება საზოგადოებისა პარლამენტის მიმართ. ყოველგვარი კვლევების გარეშე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია გააჩნია პარლამენტარებზე და პარლამენტის საქმიანობაზეც. რომ გითხრათ რატომ, თქვენ მეტყვით, რომ გაბრალებთ მედიას. მედიაც დაინტერესებულია უფრო უმეტესად არა საკანონმდებლო თემებით. მე ამას საყვედურად არ ვამბობ, ეს რეალობაა და არ არის მხოლოდ საქართველოს ფენომენი, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში რეალურად ასეა", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო