რან გიდორი ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტინე კობახიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, ირმა მაქარაშვილმა და ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩიკვაიძემ ელჩს ადგილობრივი ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერებინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ისრაელის ელჩმა ონის ცენტრში მდებარე სინაგოგა მოინახულა, რომელიც საქართველოში მე-19 საუკუნეში არის აგებული და კულტურის ძეგლის სტატუსს ატარებს. ონის სინაგოგას წელს 125 წელი შეუსრულდა და ის, ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის სიმბოლოა.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის ელჩმა ონში სტუმრობისას, ასევე მოინახულა: ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ებრაელთა სასაფლაო, სერგი მეტრეველის სახლი და კურორტი შოვი.

რან გიდორმა რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა