გუბერნატორის ინფორმაციით, გუდამაყრის ხეობაში, სადაც კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, ხვალ დილიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ჩავლენ და ფაქტს შეისწავლიან

გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი - გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, გზის გაწმენდით სამუშაოებს სავარაუდოდ, ხვალ დილიდან დაიწყებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ განუცხადა, დილიდან ადგილზე ელოდებიან ექსპერტებს, რომლებიც ჩამოშლილ მონაკვეთს შეისწავლიან და სწორედ მათი თანხმობისა და რეკომენდაციების გაცემის შემდეგ გზის გაწმენდაც დაიწყება.

მისივე განმარტებით, შემთხვევის გამო გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში 22 სოფლისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა.

„არცერთი სოფელი დაზიანებული არ არის, უბრალოდ სოფლებისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა, მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ აქვს, ვინმე რომ დაზიანებულიყო მსგავსი ფაქტი საბედნიეროდ არ ყოფილა.

რაც შეეხება მოსახლეობის საჭიროებებს, მუდმივ კომუნიკაციაშია ჩვენი წარმომადგენელი, ადგილობრივი რწმუნებული. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც სხვა შემოვლითი გზით გადმოიყვანეს რამდენიმე მოქალაქე, ანუ ისინი, ვისაც აუცილებელი საჭიროება ჰქონდათ გზაზე გადმოსულიყო. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, მოსახლეობას რაიმე განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, ამ მხრივ მოთხოვნა არ გამოუთქვამთ. თუ რაიმეს საჭიროება იქნება მობილიზებულია სამაშველო და ყველა შესაბამისი სამსახური და მივაქცევთ ყურადღებას.

ხვალ, გამთენიიდან ჩამოვლენ გარემოს ეროვნული სამსახურის თანამშრომლები, შეისწავლიან ადგილს, რადგან მაინც იყო საშიშროება იმისა, რომ გარკვეული მასა ჩამოსულიყო. ამიტომ უნდა მოხდეს შესწავლა. სხვანაირად სამუშაოებს ვერ დავიწყებთ, თორემ მობილიზებული იყო ტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ემსახურება. ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც გვემსახურება. დილიდანვე მზადყოფნა იყო, თუმცა არ მისცეს თანხმობა, რომ დაეწყო გზის გაწმენდითი სამუშაოები“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა