თელავის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 39 წლის კაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა. მას მსუბუქი მანქანა დაეჯახა. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცს მძიმე დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს