ცაგერში, ლაილაში-ღუს გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანგრძლივი, გადაუდებელი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ქრისტინე კობახიძესთან, პირველ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.

„აქტიური მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებული გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ამასთან, დაიგეგმა ალტერნატიული გზის გახსნა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყება, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა.

„ხვალ დილიდან განხორციელდება მოსახლეობის სასურსათო და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა. სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლი პირები მუდმივ კომუნიკაციაში რჩებიან მოსახლეობასთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა