სენატორი რონ ჯონსონი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოდის

სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.

ჯონსონის განცხადებით, ამ დავის გადაწყვეტა მარტივი არ არის, თუმცა ეს საბოლოო ჯამში ამ პარტიების გასაკეთებელია, რადგან არავინ განახორციელებს ზეწოლას.

„მე ვფიქრობ, ხანდახან საკმარისად არ ვაფასებთ, რა შეუძლია გააკეთოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა. როგორც ჩვენმა მომხსენებლებმა აღნიშნეს, სენატს შეუძლია მნიშვნელოვანი მესიჯების გაგზავნა განცხადებების სახით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ, ასევე, პოტენციურად შეგვიძლია რეზოლუციის გაგზავნაც. ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ პარტიებს, რომ დასხდნენ ერთად, გადაწყვიტონ უთანხმოება. ცხადია ამ დავის გადაჭრა მარტივი არ არის, მაგრამ მათზეა დამოკიდებული, არავის შეუძლია მათზე ზეწოლის განხორციელება. საინტერესოა, რომ ორივე პარტია ელოდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაატარებს მის ნებას ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს, ეს გვესმის დროთა განმავლობაში. ამ პარტიებზეა დამოკიდებული ყველაფერი. კარგი იქნება ამ რეზოლუციაზე მუშაობა, ვფიქრობ, რომ ეს, ასევე, იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი და შეიძლება იყოს სასარგებლო“, - განაცხადა ჯონსონმა.

იხილეთ ვიდეო:კონგრესის ზედა პალატა, სავარაუდოდ, მუშაობას დაიწყებს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა