მეოთხე თაობის HYUNDAI TUCSON-ი უკვე ჰიბრიდული ძრავით, მალე  საქართველოში

''ჰიუნდაი ავტო საქართველო'' მალე ტუსანის ახალ, მეოთხე თაობას შოურუმში წარადგენს. ჰიუნდაის ბესტსელერი მოდელი ვიზუალურთან ერთად ტექნიკური მახასიათებლებითაც სრულად გარდაიქმნა და კომლექტაციების ფართო არჩევანს გვთავაზობს. რაც ყველაზე მთავარია, პირველად საქართველოში, ტუსანი ცენტრში ჰიბრიდული ძრავითაც იქნება წარმოდგენილი. როგორც ჰიუნდაის ყველა ავტომობილებზე, ახალ ტუსანზეც მოქმედებს 5 წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით, ხოლო ჰიბრიდული სისტემის ელემენტებზე 7 წელი ან 150 000 კმ-ია.

მეოთხე თაობის Tucson-ს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუციური.

ახალი ტუსანის შთამბეჭდავი ექსტერიერის დიზაინი მოიცავს სპორტულ, ინოვაციურ, მკვეთრ და დინამიურ დეტალებს.

პირველ შთაბეჭდილებას ახდენს ფარული პარამეტრიული დღის მოძრაობის LED ნათება. უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ნახევრადსარკისებრი მაშუქები განთავსებულია რადიატორის ცხაურაში და შეუმჩნეველია გამორთულ მდგომარეობაში. ქრომირებული ცხაურის გეომეტრიული დიზაინი დღის ნათების ჩართვისთანავე ტრანსფორმირდება და უნიკალურ კონტურებს ქმნის.

ტუსანის დინამიური ექსტერიერის დიზაინი ხაზგასმულია პარაბოლის ფორმის ქრომირებული ზოლით, რომელიც იწყება გვერდითა სარკიდან და მიჰყვება ავტომობილს მთელ სიგრძეზე.

სრულად განახლებულია Tucson-ის უკანა ნაწილის დიზაინი, რომელიც იმეორებს პარამეტრიული უხილავი ნათების ესთეტიკას. ფართო LED განათების ხაზთან განთავსებულია ნახევრადსარკისებრი ემბლემა და უკანა მინის მწმენდი, რომელიც სახურავის კანტის სპოილერშია დამალული.

Tucson-ის რევოლუციური დიზაინი Hyundai-ს დიზაინის ახალი მიმართულების, "Sensuous Sportiness", დამსახურებაა. Sensuous Sportines-ის ფილოსოფიის მთავარი ამოცანაა ჰარმონიაში მოიყვანოს ავტომობილის არქიტექტურა, სტილი და ტექნოლოგია მომხმარებლის ღირებულებებთან.

ცვლილებებია ავტომობილის ინტერიერშიც. ყურადღებას იქცევს განახლებული დიზაინი, ციფრული მოწყობილობები, ჭკვიანი სისტემების მრავალფეროვნება, გაზრდილი სივრცე და მაღალი ხარისხის მასალები.

ინტერიერი აღჭურვილია:

  • 10.25 დიუმიანი სენსორული მონიტორით;
  • 10.25 დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფით;
  • სრულად სენსორული წინა კონსოლით;
  • ღილაკებით მართვადი გადაცემათა კოლოფი;
  • 3 ზონიანი კლიმატკონტროლი, Multi Air სისტემით;
  • განათება Mood light
  • 8 USB პორტით თქვენი ციფრული მოწყობილობებისთვის;
  • Krell-ის პრემიუმ აუდიოსისტემით;
  • სწრაფი უსადენო დამტენით.
  • Apple Carplay-სა და Android Auto მხარდაჭერით;
  • მძღოლის სავარძლის მეხსიერება;
  • პანორამული ჭერით;

ახალი ტუსანი უზრუნველყოფს კლასში ყველაზე დიდ სივრცეს მეორე რიგისა და საბარგულისთვის. საბარგულის მოცულობა 620 ლიტრი, ხოლო მეორე რიგის სავარძლების სივრცე 1050მმ-ია.

მოდელი საქართველოში წარმოდგენილი იქნება 2,0 ბენზინის ძრავით - რომელიც გამოიმუშავებს 156 ცხენის ძალას და 1.6 ტურბო ჰიბრიდული ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 230 ცხენის ძალას. ორივე ვერსია მუშაობს 6 საფეხურიან ავტომატუ გადაცემათა კოლოფთან ერთად. კომპლექტაციები მოიცავს როგორც სრული ამძრაობის (4X4), ასევე წინაწამყვან (4X2) ვერსიებს.

უსაფრთხოება

Tucson-ში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი. მრავალი სენსორისა და კამერის დახმარებით ავტომობილი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე.

SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:

  • სავალი ზედაპირის შერჩევის რეჟიმი - თოვლზე, ტალახსა და ქვიშაზე;
  • პირველად კლასში მე-7 ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში მძღოლსა და წინა მგზავრს შორის;
  • ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად;
  • უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
  • უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე;
  • დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა ;
  • ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი;
  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა ;
  • ქვეითისა და ველოსიპედით მოძრავი ადამიანის ამომცნობი სენსორი;

ახალი ტუსანის ჰიბრიდული ვერსიების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. ანგარიშსწორება კი შეგიძლიათ როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე შიდა განვადებითა და სასესხო პროდუქტების გამოყენებით.

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: www.hyundai.ge, https://www.facebook.com/hyundai.ge

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს