ხათუნა ბურკაძე - აშშ-სთვის უმნიშვნელოვანესია მხარეებმა მოლაპარაკებებით მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოს ევროპული მომავლისათვის

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, აშშ-ს სენატმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა დასკვნები უნდა გამოიტანოს საქართველოს თემაზე აშშ-ს სენატში გამართული მოსმენის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ?

- ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოში არსებული ვითარების თაობაზე ჩატარებული მოსმენის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე, რომელიც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ფუნდამენტური კომპონენტია და ქვეყნის შემდგომი პროგრესის წინაპირობაა.

ასევე, ისაუბრეს საპარლამენტო მანდატების მნიშვნელობასა და საერთო შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარის ჩართულობაზე. გარდა ამისა, გაკეთდა განცხადება ყველა პოლიტიკური ლიდერის მიერ კანონის უზენაესობის პატივისცემაზე.

ამასთანავე, აღინიშნა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ანგარიშზე დაყრდნობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო. თუმცა ყურადღება გამახვილდა საარჩევნო რეფორმის გაგრძელების მნიშვნელობასა და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხარვეზებთან დაკავშირებით შეიმუშავეს.

ასევე, საარჩევნო რეფორმასთან ერთად ისაუბრეს სასამართლო სისტემის რეფორმირების გაგრძელების აუცილებლობაზე.

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში კიდევ ერთხელ გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის საქართველო სამხრეთ კავკასიაში მთავარ პარტნიორად რჩება, ხოლო მნიშვნელოვან პარტნიორად - შავი ზღვის რეგიონში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის საქართველო სამხრეთ კავკასიაში მთავარ პარტნიორად რჩება, ხოლო მნიშვნელოვან პარტნიორად - შავი ზღვის რეგიონში

ასევე, მან ისაუბრა საქართველოს წვლილზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ჯორჯ კენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის არჩევანის მხარდაჭერას ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

საბოლოო ჯამში, მთავარი აქცენტი დემოკრატიაზე გაკეთდა, რაც ბუნებრივია. მით უფრო იმ ფონზე, რომ 3 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის 8-პუნქტიანი გეგმის წარდგენისას გლობალური ჯანდაცვისა და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის პრიორიტეტების შემდეგ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება მესამე პრიორიტეტად მიიჩნია.

მეტიც, აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაციისას მან აღნიშნა, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა და გაძლიერება ამერიკის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატებისათვის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარება გადამწყვეტია.

დემოკრატიული მმართველობის უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოში გვქონდეს პოლიტიკური შეჯიბრი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სწორედ მეტი ოპოზიციური ხმა პარლამენტში გაზრდის იმის შესაძლებლობას, რომ პარლამენტში ქართული პოლიტიკა უფრო შინაარსიანი გახდეს და დებატების გზით საგნობრივი განხილვებით მივიდეთ საკითხების ისეთ გადაწყვეტამდე, რომლებიც ხვალ ხელშესახებ შედეგებს მოუტანენ ჩვენს მოქალაქეებს.

დემოკრატიული მმართველობის უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოში გვქონდეს პოლიტიკური შეჯიბრი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სწორედ მეტი ოპოზიციური ხმა პარლამენტში გაზრდის იმის შესაძლებლობას, რომ პარლამენტში ქართული პოლიტიკა უფრო შინაარსიანი გახდეს და დებატების გზით საგნობრივი განხილვებით მივიდეთ საკითხების ისეთ გადაწყვეტამდე, რომლებიც ხვალ ხელშესახებ შედეგებს მოუტანენ ჩვენს მოქალაქეებს

მით უფრო იმ ფონზე, რომ გლობალური კრიზისიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ასევე, სამწუხაროდ, არსებობს პანდემიის მესამე ტალღის რისკი, განსაკუთრებით ახალ შტამებთან მიმართებით.

ამასთანავე, საგულისხმოა უსაფრთხოების რთული გარემო ოკუპაციისა და რეგიონში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. ამ მოცემულობით პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილეს მართებს სახელმწიფოებრივად აზროვნება.

პოლიტიკოსების ვალდებულებაა უპირველეს ყოვლისა მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილებები ქვეყნისა და ხალხის საჭიროებებიდან გამომდინარე გაანალიზონ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მოთამაშისათვის ვიწრო პარტიული დღის წესრიგი კვლავ მთავარ ფაქტორად რჩება.

უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა, და უშუალო წვლილი შევიტანოთ ჯანდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლებისა და სხვა პრობლემების დაძლევაში. ასევე, უნდა გავაგრძელოთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება სამართლის, კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად.

უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა, და უშუალო წვლილი შევიტანოთ ჯანდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლებისა და სხვა პრობლემების დაძლევაში. ასევე, უნდა გავაგრძელოთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება სამართლის, კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად

ეს კი მხოლოდ ევოლუციური გზითა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმითაა შესაძლებელი.

- რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი, რომელიც 2014 წლიდან აღარ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას, საქართველოში ევროკავშირის მედიაციის მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ეხმაურება.

მაკფოლმა საქართველოში შექმნილ ვითარებაში აშშ-ის მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა - „საჭიროა აშშ- პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივან ბლინკენისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლიჯეიკ სულივანის უფრო მეტი ჩართულობა”.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს საქმეებში მეტად ჩაერთნონ აშშ-ს პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი? და კიდევ - სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს მათი მეტი ჩართულობა?

- საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად აქტიურად არის ჩართული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის პროცესში. მათი წვლილი ამ პროცესში ღირებული და დასაფასებელია.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების როლის გაზრდას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდები. შესაბამისად, მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის როლი პროცესში, მათ შორის შესაძლოა ამერიკის სპეციალური წარმომადგენელიც ვიხილოთ თბილისში.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების როლის გაზრდას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდები. შესაბამისად, მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის როლი პროცესში, მათ შორის შესაძლოა ამერიკის სპეციალური წარმომადგენელიც ვიხილოთ თბილისში

თუმცა, შესაძლოა მსგავსი საჭიროება არ შეიქმნას და მედიაციის არსებული ფორმატის ფარგლებში პარტიებმა შეძლონ პოზიციების დაახლოება და შეთანხმების მიღწევა. ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოდის, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და საერთო გამოსავალი იპოვონ.

- ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკვე გვამცნო, რომ მისი პირადი წარმომადგენელი ქრისტიან დანიელსონი თბილისში ისევ ჩამოვა და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომლებმაც ქუჩის აქციები დაანონსეს ჯერ არ უთქვამთ რომ კონსულტაციების რეჟიმში იქნებიან.

ჯერჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რომ არაფორმალური საკონტაქტო ჯგუფი იქნება.

რა როლის შესრულებას მოინდომებს ევროპული საბჭო საქართველოს საკითხში? რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებენ ბრიუსელი და ვაშინგტონი?

- ვფიქრობ, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის კოორდინირებული მედიაციით მხარებმა უნდა შეძლონ საერთო გამოსავლის პოვნა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესია საქართველომ გააგრძელოს რეფორმების განხორციელება და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციისათვის საჭირო კრიტერიუმებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება პირადი წარმომადგენლის ქრისტიან დანიელსონის თბილისში ხელმეორედ ჩამოსვლასთან დაკავშირებით კვლავ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად და კომპრომისით შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება პირადი წარმომადგენლის ქრისტიან დანიელსონის თბილისში ხელმეორედ ჩამოსვლასთან დაკავშირებით კვლავ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად და კომპრომისით შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს

ვაშინგტონმა და ბრიუსელმა წლების განმავლობაში სერიოზული ძალისხმევა ჩადო საქართველოში სხვადასხვა სფეროს განვითარების მიზნით, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.

შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევას და ამით კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს დასავლური, ევროპული მომავლისადმი.

ამდენად, დანიელსონის თბილისში ხელმეორედ ვიზიტის დროს, მედიაციის მეორე ეტაპის დაწყებისას, პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს სათანადოდ უნდა ჰქონდეთ გაანალიზებული მოლაპარაკებების პროცესის წარმატების მნიშვნელობა. შეთანხმების მიუღწევლობა ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური და ღირებულებითი არჩევანის განხორციელებაზე. ამ არჩევანს კი, მოგეხსენებათ, ნატო-სა და ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა ჰქვია.

დანიელსონის თბილისში ხელმეორედ ვიზიტის დროს, მედიაციის მეორე ეტაპის დაწყებისას, პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს სათანადოდ უნდა ჰქონდეთ გაანალიზებული მოლაპარაკებების პროცესის წარმატების მნიშვნელობა. შეთანხმების მიუღწევლობა ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური და ღირებულებითი არჩევანის განხორციელებაზე. ამ არჩევანს კი, მოგეხსენებათ, ნატო-სა და ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა ჰქვია

მიუხედავად რთული ვითარებისა, პოლიტიკოსებს მოლაპარაკებების მაგიდასთან ეძლევათ შესაძლებლობა კომპრომისის გზით საქართველოს მოქალაქეების ისტორიული არჩევანისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგან და არ დაუშვან მისი უკუსვლა. ამ რაციონალიზმით კი ისინი ქვეყნის მდგრად განვითარებას ხელს შეუწყობენ.

- ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო მას შემდეგ გართულდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა. კრემლმა თავისი ელჩი აშშ-ში მოსკოვში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ვითარებაში, როცა აშშ-რუსეთის დაპირისპირების ერთ-ერთი თემა პოსტსაბჭოთა სივრცეა, არ გამორიცხავენ უკრაინა-რუსეთს, მოლდოვა-რუსეთსა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას.

ახლა როცა ქართულ პოლიტიკურ სისტემას მდგრადობა ნამდვილად აკლია, სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და რა უნდა გააკეთოს ოფიციალურმა ხელისუფლებამ დასავლეთთან ერთად რუსეთის შესაკავებლად?

- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა სენატში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრესიული მოქმედებების განხორციელებას აგრძელებს. ასევე, მან კიბერთავდასხმებზე ისაუბრა და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიანიშნა იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფიქრობს იმ გზებზე, საშუალებებზე, რომლითაც უკეთ დაეხმარება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ასევე, ჯინ შაჰინის განცხადებით, „როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის“. შესაბამისად, აუცილებელია პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და პარტნიორებისათვის იმის ჩვენება, რომ შეგვწევს უნარი სათანადოდ დავძლიოთ კრიზისი და ვუზრუნველყოთ სტაბილური გარემო.

ჯინ შაჰინის განცხადებით, „როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის“. შესაბამისად, აუცილებელია პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და პარტნიორებისათვის იმის ჩვენება, რომ შეგვწევს უნარი სათანადოდ დავძლიოთ კრიზისი და ვუზრუნველყოთ სტაბილური გარემო

ეს კი ხელს შეუწყობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან უსაფრთხოების სფეროში ახალი ინციატივების შესამუშავებლად ურთიერთობების გაღრმავებას და გამოწვევების დაძლევას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს