დაბა კაზრეთის  ორ საჯარო  სკოლაში და საბავშვო ბაღში, ასევე სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღში კორონავირუსის გამო, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის ორ საჯარო სკოლაში და საბავშვო ბაღში, ასევე სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ამის მიზეზი, აღნიშნულ სოფლებში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა განაცხადა, ბოლო 12 დღის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 14 შემთხვევაა დაფიქსირდა, აქედან 8 კაზრეთში და ბალიჭში.

„რადგან ინფიცირების წყარო ერთსექციური არ იყო და კონტაქტების წრე საკმაოდ დიდია, მივიღეთ გადაწყვეტილება ერთი ინკუბაციური პერიოდი -12 დღე დროებით შეგვეჩერებინა სასწავლო პროცესი. ბოლო 12 დღის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში 14 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, აქედან 8 სოფელ ბალიჭში და დაბა კაზრეთში", - განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს