ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ხელისუფლება იძულებული გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა გაითვალისწინოს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ხელისუფლება იძულებული გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა გაითვალისწინოს.

ბეჟაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის შეფასებებს, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება მათი რეალური სახე.

„ვენეციის კომისიის დასკვნა არის სამართლიანი და პროფესიული. მან პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა „ქართული ოცნების” სურვილს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” დასასჯელად მომზადებული კანონპროექტი მოეღოთ, რომელიც ითვალისწინებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთნ დაკავშირებით სანქციები დაეწესებინა პარტიისთვის და ასევე, საპარლამენტო სხდომების ბოიკოტირების გამო დაფინანსება შეეწყვიტა პარტიებისთვის. ცალსახად ითქვა, რომ ეს არის არადემოკრატიული კანონპროექტი, რომელიც დემოკრატიის განვითარებას არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი დაბლოკილია და აღარ იქნება მიღებული.

ვენეციის კომისიაზე კომპეტენტური სამართლებრივ ნაწილში აღარ არსებობს ევროკავშირში, ამიტომ მათ მოუწევთ და იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ეს დასკვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო ნათლად გამოჩნდება მათი რეალური სახე, რისთვის აპირებენ ისინი ერთპარტიული პარლამენტის ფუნქციონირებას ქვეყანაში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან. როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს.

ამასთან, ვენეციის კომისია ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას „არაპროპორციულ ზომად“ მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, კანონპროექტის მიღების საკითხს გადახედოს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო