სოფელ ფახულანში საპროტესტო აქცია გამართეს

სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებისთვის სავალდებულო 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით აქტივისტებმა საპროტესტო აქცია წალენჯიხის სოფელ ფახულანში გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიდგომა დისკრიმინაციულია და ამ გადაწყვეტილებით გალში მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები ექმნებათ.

„ალტერნატივად შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს სწრაფი ტესტებით შემოწმება როგორც ეს ხდება საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის",- განცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოთო შენგელიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს