გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მცირეწლოვანი და ორი ახალგაზრდა ქალი დაშავდა

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი ქალი და სამი მცირეწლოვანია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმის, ვიტალი სავანელის ინფორმაციით, ხუთ წლამდე ასაკის სამი ბავშვის და ასევე, ორი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შშს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა