არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.

არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოსადმი გამოხატა მადლიერება საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისათვის და მიესალმა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ვენეციის კომისიასთან კონსტრუქციულ დიალოგზე საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით და გამოხატა პარლამენტის მხრიდან კომისიასთან მომავალი თანამშრომლობის მზაობა.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ