თენგიზ ცერცვაძე - ან ვაქცინაციის და პირბადეების გზა ავირჩიოთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს „ლოკდაუნების“ შემოღება

ან ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან მეორე, უარი ვთქვათ ვაქცინცაიზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვების და „ლოკდაუნების“ შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

„მივმართავ მოსახლეობას, ვაქცინაციაზე უარის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობს. „ასტრაზენეკა“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, დადგინდა ეს, ყველა მკაცრმა მარეგულირებელმა გააკეთა განცხადება.

ძალიან ბევრი ქვეყნის პირველი პირი აიცრა, ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრი, მეტი რა ვქნათ?!

მოსახლეობას მივმართავ, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს, კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობიდან, რომ გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ღამე გადაადგილებაში, მაღაზიაში, ფიტნეს და სპორტ დარბაზებში სიარულში და მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე, ეს ორი რამ შეუთავსებელია, როგორმე უნდა გავიგოთ, რომ ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ, ან-მეორე.

ან ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან მეორე, უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვების და „ლოკდაუნების“ შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“, -აცხადებს ცერცვაძე.

იხილეთ ვიდეო:ან ვაქცინაციის და პირბადეების გზა ავირჩიოთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს „ლოკდაუნების“ შემოღება - თენგიზ ცერცვაძე

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს