გეოლოგების ჯგუფი ცაგერში იმყოფება, სადაც ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე მეწყრის ჩამოწოლის გამო, 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის გეოლოგების ჯგუფი ცაგერის მუნიციპალიტეტში იმყოფება და ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე ეცნობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური მეწყრული პროცესების პროვოცირება მოახდინა.

„ჩამოშლილმა მასამ საავტომობილო გზა დააზიანა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

სააგენტოს გეოლოგებმა ოპერატიულად განახორციელეს პირველადი კვლევები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილი აქვს ძველი მასშტაბური მეწყრის გააქტიურებას.

მეწყრის მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ზემოთ აღნიშნული გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა, რაშიც აქტიურად არის ჩართული გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი. ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ გადაცემული იქნა შესაბამისი უწყებებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა