რუსთავში, კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ორი ცენტრი გაიხსნება

რუსთავში, კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ორი ცენტრი გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ვაქცინაციის ერთი ცენტრი, კლინიკა „რუსთავში“ განთავსდება და ხვალიდან დაიწყება რეგისტრირებული მედპერსონალისა და 65 წელს ზემოთ პირების აცრა, მეორე ცენტრი კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსდება.

„ვაქცინაციის მოცვის ჯგუფები გაფართოვდა, გარდა ექიმებისა და მედპერსონალისა, ხვალიდან შესაძლებლობა ექნებათ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებმა, ამისათვის საჭიროა შესაბამის საიტზე რეგისტრაცია ან ამცრელ დაწესებულებაში პირდაპირ მისვლა, სადაც მოხდება მათი რეგისტრაცია და აცრაც.

მესმის მოსახლეობის სიფრთხილე, მაგრამ კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა აღვნიშნო, პანდემიის დასამარცხებლად სხვა ალტერნატივა, გარდა ვაქცინაციისა, მსოფლიოში ამაზე ეფექტური არ გამოუგონიათ. კლინიკა „რუსთავმა“ უკვე გაიარა რეგისტრაცია, ჩვენი სპეციალისტების მიერ მოხდა კიდევ ერთხელ მონიტორინგი, ეს ამცრელი პუნქტი, სტაციონარში იქნება განთავსებული, სადაც ამცრელი ოთახიდან, რეანიმაციამდე დაშორება არის დაახლოებით ათი მეტრი. ასევე მოწყობილია დაყოვნების ოთახი, გამოყოფილია მეთვალყურე, რომელიც 45 წუთის განმავლობაში დააკვირდება იქ მყოფ პირს. მეორე ვაქცინაციის ცენტრი კი განთავსდება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის ქვემო ქართლის რეგიონში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 140-მა ექიმმა და სხვა სამედიცინო პერსონალმა ჩაიტარა აცრა, აქედან 90 რუსთავში აიცრა.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც აქამდე იყო, 90-მა ექიმმა ჩაიტარა ვაქცინაცია რუსთავში და ქვემო ქართლის რეგიონში 140-მდე პირმა, არსად გამხდარა საჭირო დამატებითი დახმარების გაწევა, ისე გაგრძელდება. გვერდითი მოვლენები, როგორც სხვა ვაქცინით აცრის დროს, იყო რამდენიმე შემთხევაში, რაც გამოიხატებოდა ტემპერატურით, თავის ტკივილით, მე პირადად აცრის შემდეგ მქონდა ტკივილი მხარის არეში, რომელმაც ერთ დღეში გაიარა“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

იხილეთ ვიდოე:რუსთავში, კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ორი ცენტრი გაიხსნება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს