ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს სასურსათო პაკეტებს გადასცემენ

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ჩამოსული მეწყრის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს დღის განმავლობაში პირველადი საჭიროების ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, პროცესში დილიდან გეოლოგიის დეპარტამენტი ჩაერთო, ასევე სიტუაციის შეფასება და რისკების განსაზღვრა მოხდა.

„სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე დღეს დილიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა. მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით დამეწყრილ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება ალტერნატიული გზის სამშენებლო სამუშაოები.

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოსული მეწყრის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს დღის განმავლობაში პირველადი საჭიროების ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ.

სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან, მათი საჭიროებების გათვალისწინებით დროულად ახდენენ რეაგირებას და მხარდაჭერას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა