ცოტნე ანანიძე - ადამიანის უფლებები ჩვენი უმთავრესი ღირებულება და მონაპოვარია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სტუდენტური პარლამენტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდებთან მორიგი ონლაინ ლექცია „ადამიანის უფლებებს, ისტორიასა და თანამედროვე გამოწვევებს“ დაეთმო.

ცოტნე ანანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებების, თავისუფლებების დაცვა, კონსტიტუციითაა გარანტირებული და მათი დაცვა ყოველთვის პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

შერჩეული თემების პარალელურად, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის საქმიანობაზე და შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს