რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში 30 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 30 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს რეაბილიტაცია იგეგმება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია.

უწყების ცნობით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, "რუსთავის წყალის" დირექტორ თემურ ჯანელიძესთან ერთად, დღეს რჩეულიშვილის ქუჩაზე მივიდა და შიდა ეზოების რეაბილიტაციის დაწყებამდე, აღნიშნული კომპანიის მიერ დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო.

კომპანია ,,რუსთავის წყალი’’ და მერიის ა(ა) იპ ,,რუსთავის კორპუსი“, შიდა ეზოების რეაბილიტაციის დაწყებამდე, არსებული გარე და შიდა საკანალიზაციო ქსელების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას განახორციელებენ.

"ამ ტერიტორიაზე, 1600 გრძივი მეტრი საკანალიზციო სისტემა გადის. გარკვეული ნაწილი საჭიროებს აღდგენას და კომპანია "რუსთავის წყალი“, ამ სამუშაოებს შეასრულებს“, - განაცხადა "რუსთავის წყლის“ დირექტორმა თემურ ჯანელიძემ.

ამასთან, როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ზაზაძემ აღნიშნა, პროექტი, რჩეულიშვილის ქუჩაზე N2 , 4, 6, 2ა , 4ა, 6ა, 8, 8ა, 10, 10ა, 10ბ, 12, 14, 16 კორპუსების შიდა ეზოების აღდგენას, ასევე, ჯავახიშვილის ქუჩის N1, 3, 5, 7, 3ა 5ა, ტოლსტოის N1, 3, 5, 7, 7ა, და ბერიტაშვილის N2, 4, 6, 8, 6ა საცხოვრებელი შენობების შიდა ეზოებში ასფალტ-ბეტონის საფარისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს.

რუსთავის მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 1 მილიონ 732 122 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს